ძლიერი წვიმის გამო, ლონდონის ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ლონდონის ქუჩები დაიტბორა, რამაც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებასა და მოქალაქეების სამსახურში მისვლას ხელი შეუშალა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა METRO ავრცელებს.

როგორც გამოცემას ლონდონის სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს, წყალდიდობის გამო, 114 გამოძახება დაფიქსირდა, ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ქუჩების დატბორვის მიზეზად წყალგამტარი მილის მუშაობის შეფერხება სახელდება. ამ დროისათვის, ზარალის ოდენობა უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები