სანდრა რულოვსი: მათი ერთობლივი ვიდეო ჩემთვის მოულოდნელი იყო

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და, როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ყოფილი მეუღლე, სანდრა რულოსვი სოციალურ ქსელში წერს.

ის ასევე ეხმაურება ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას და ამბობს, რომ მათი ერთობლივი ვიდეო მისთვის მოულოდნელი იყო.

“ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად, ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ”, – წერს სანდრა რულოვსი “ფეისბუქზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები