გიგი უგულავა – “ერთი სასულიერო პირი როგორ არ გამოჩნდა, რომ ციხეში მოინახულოს”

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხეში შიმშილობის გამოცხადებზე საუბრობს.

უგულავა სასულიერო პირებსა და პოლიტიკოსების ნაწილს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

“სად არის სამღვდელოება, ადამიანი შიმშილობს, ხალხნო, შიმშილობს. ერთი სასულიერო პირი როგორ არ გამოჩნდა, რომ მივიდეს, რამ შეგაშინათ, ხალხო, ან სად არის 1 000 მინისტრი და ადამიანი მახსოვს მე, რომელიც მიშასთან ერთად მუშაობდა, თქვენ ბიოგრაფიაში მიშამ არაფერი დაგიტოვათ? რა, პარტიის საქმეა ეს? რა შუაშია პარტია, არაფერი დაგიტოვათ ცხოვრებაში? ამდენი მინისტრი და დეპუტატი რომ იყო, ან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ერთად მუშაობდით. პრეტენზია მე რომ მაქვს, იმდენი არ არსებობს, მაგრამ პრეტენზიების დრო არის?

ჩვენ თვალწინ ზვირთივით ზვირთდება გუნდა, რომელიც მერე კატასტროფაში გადაიზრდება”, — თქვა უგულავამ ”მთავარი არხის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები