მამუკა მდინარაძე: შედეგით თვითკმაყოფილი პოლიტიკური ძალა დამარცხებისთვის განწირულია

თვითკრიტიკულობა ყოველთვის უფრო მაღალი შედეგის დადების საშუალებას იძლევა ნებისმიერ სფეროში და არა მხოლოდ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პატია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“, კახა კალაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მან კალაძის თვითკრიტიკულობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითკრიტიკულობა მათი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, როდესაც კახა ასე საუბრობს, იგი უფრო მაღალ შედეგს მიიღებს, არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ თავის საქმიანობაში და ეს ბუნებრივია, მხოლოდ მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ, გუნდში ამას ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას. თვითკმაყოფილი პოლიტიკური ძალა დამარცხებისთვის განწირულია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში გამარჯვებას მოიპოვებს.

„იქნებ, მე დავაკელი რამე“ – განაცხადა კალაძემ არჩევნების მეორე დღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები