მამუკა მდინარაძე: უმრავლესობა გვაქვს, მაგრამ ოპოზიციაც კარგად არის წარმოდგენილი, ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ეს არის დემოკრატიის ნაწილი

უმრავლესობა გვაქვს, მაგრამ ოპოზიციაც კარგად არის წარმოდგენილი. ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, მათთვის ყოფილა ბზარი. ეს ბზარი არ არის ჩრდილოეთ კორეაში, სადაც არ არსებობს ოპოზიცია. არ ვიცი როგორ ალაგებენ ამ მესიჯებს, ვინ ურჩევთ ამას, პიარშიკი თუ თვითონ იგონებენ არ ვიცი, რომ თუ კარგად არის წარმოდგენილი ოპოზიცია, ეს არის ბზარი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„წინა შედეგებიც ასეთი იყო და მაშინ ბზარზე არავის ულაპარაკია. პირიქით, დემოკრატიის ხარისხზე საუბრობდნენ, მრავალფერივნებაზე, პლურალიზმზე საუბრობდნენ. ახლა საუბრობენ ბზარზე, რადგან ახლა ასე სჭირდებათ. საკუთარი ამომრჩევლის ასე მოტყუების მიზანი არის მუხტის შენარჩუნება წაგებულ რეფერენდუმზე და წაგებულ არჩევნებზე. დამარცხდნენ და ახლა სჭირდებათ მუხტი.

გასაგებია სუბიექტური უნდა იყოს პარტიის წარმომადგენელი ამ დროს, მაგრამ ამომრჩეველი არ უნდა მოატყუოს, რომ თითქოს მოიგო არჩევნები. თუ მოახერხებენ, რომელიმე მუნიციპალიტეტში მეორე ტურის მოგებას, რაც წარმოუდგენელი მგონია, მაშინ შეუძლიათ ილაპარაკონ, რომ იქ მოიგეს. წინასწარ ზეიმობენ მოგებას წაგებულ არჩევნებზეც და რეფერენდუმზეც, სასაცილოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები