დავით ზალკალიანი: დიპლომატებს დავუდასტურე ხელისუფლების მზაობა, რომ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება ჩატარდება ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით

დიპლომატებს დავუდასტურე საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება ჩატარდება ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გამოვხატე სურვილი, რომელიც ასევე გაჟღერებული იყო პროკურატურის განცხადებაშიც, იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ მათი მხრიდან სამართლებრივი დახმარება მიიღოს“, – განაცხადა დავით ზალკალიამა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან შეხვედრები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები