ჩავუშოღლუ: თურქეთი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს

ნატოს ერთიანობა და მთლიანობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ალიანსის თავდაცვითი პოტენციალი, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნატო თანამედროვე საფრთხეებს უნდა მოერგოს, ხოლო ამ კონტექსტში თურქეთის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„რუსეთთან ძალიან ღია და გულწრფელნი ვართ. ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრეთ ჩვენი პოლიტიკა. მაგალითად, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ. თურქეთი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის უკანონო ანექსიას.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შავი ზღვის რეგიონის ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის დახმარება“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები