თამარ კორძაია: მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მას ეკუთვნის გათავისუფლება
მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მას ეკუთვნის გათავისუფლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ მდგომარეობას, ამაზე ძალიან ბევრი მოგვიწევს ლაპარაკი და მსჯელობა, არის თუ არა ის პოლიტპატიმარი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მას ეკუთვნის გათავისუფლება“, – აცხადებს თამარ კორძაია.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.