ხათუნა სამნიძე: „რესპუბლიკური პარტია“ მხარს უჭერს ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, რომელიც მეორე ტურში გადავიდა

“მე მოვაწერე ხელი დოკუმენტს და ერთგულებას ვინარჩუნებ. ფოკუსი შეიცვალა საერთოდ რიგგარეშე არჩევნებზე”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა

მისი თქმით, ასე თუ ისე, „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი გადალახა და ახლა მეორე ტურზე უნდა კონცენტრირდეს ოპოზიციური სპექტრი.

„43%-იანი ბარიერი გადალახა „ქართულმა ოცნებამ“, ასე თუ ისე, სხვადასხვა დარღვევით თუ მანიპულაციით. შედეგი არის ეს. ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მეორე ტურზე. „რესპუბლიკური პარტია“ მხარს უჭერს ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, რომელიც გადავიდა მეორე ტურში და იმედი მაქვს, მეორე ტურის წინ „ქართული ოცნება“ არ დაარღვევს ყველაფერს, რისი დარღვევაც შეიძლება და არ გადავა ისეთ ძალადობებზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას ქვეყანაში“, – განაცხადა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები