“ნაცმოძრაობა” მასშტაბურ აქციას გეგმავს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში მასშტაბური აქცია დაორგანიზდება, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, თენგიზ კიტოვანი გადააადგილდებოდეს დედაქალაქში თავისუფლად და სააკაშვილი ციხეში იყოს.

“დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველოდან, ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე შემოგვიერთდება და იქ იქნება კონკრეტული მოთხოვნები, როგორც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე,,ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია, თენგიზ კიტოვანი გადააადგილდებოდეს დედაქალაქში თავისუფლად და სააკაშვილი ჰყავდეთ პატიმრობაში”, – ამბობს ხაბეიშვილი რუსთავის ციხესთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები