“როცა სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, პოლარიზებული ვითარება მეტად გაართულა”

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი აცხადებს, რომ საქართველოში ბევრი შიდა პრობლემა არსებობს – ხალხს უმუშევრობა, ეკონომიკა და კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებს.

მისი თქმით, ამ ფონზე, მოსახლეობა არ არის დაინტერესებული სააკაშვილისა და ივანიშვილის უთანხმოების განახლებით, რაც მოხდა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებით.

ამის შესახებ მან Currenttime-თან საუბარში თქვა.

იალოვიცი ამბობს, რომ მას არ სურს, საქართველომ არჩეული გზიდან გადაუხვიოს და ქვეყანაში ბელორუსის მსგავსი მოვლენები განვითარდეს.

“როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩავიდა, მან ქვეყანაში ისედაც მძიმე პოლარუზებული ვითარება კიდევ უფრო გაართულა. ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია, გავაკეთო, არის იმედგაცრუება, როგორც სააკაშვილის ქმედებით, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოქმედებდა, ისე ქვეყნის მთავრობის მხრიდან.

საქართველოში ბევრი შიდა პრობლემა არსებობს. ხალხს აწუხებს სამუშაო ადგილების შექმნის საკითხები, ეკონომიკის და კორონავირუსის თემები. მოსახლეობა ნამდვილად არ არის დაინტერესებული იმით, რომ სააკაშვილმა თავისი დაბრუნებით განაახლოს ივანიშვილთან არსებული უთანხმოება, რაც მან უკვე გააკეთა. თუმცა, მთავრობა და მმართველი პარტია ასევე არიან პასუხისმგებელი მიმდინარე პროცესებზე.

არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, მაგრამ, როგორც აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, თუ არჩევნებზე დარღვევები რეგულარული გახდება, ეს ქვეყანას კიდევ უფრო დააშორებს მის დემოკრატიულ მისწრაფებებს.

არსებობს ბევრი ნეგატიური მიმდინარეობა, რომელიც უნდა იყოს შეჩერებული. ბელორუსის და სხვა ქვეყნების მაგალითზე, რომელთა ისტორიას კარგად ვიცნობ, არ ვისურვებდი, რომ საქართველო ამ გზით წავიდეს”, – თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები