კახა კახიშვილი: მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია და ეს არის ჩვენი დამსახურება

“ნამდვილად არ მიხარია ციხეში არავის ჯდომა, მით უმეტეს, ამ სისტემის მინისტრი ვიყავი. მაგრამ მინდა, სხვაობა ნახოთ, როდესაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს – სულხან მოლაშვილი, მირცხულავა და ა.შ., სად იჯდნენ, რა პირობებში, ჰქონდათ თუ არა მხარდამჭერებს მათთან შესვლის საშუალება და რას ფიქრობდა მათი ოჯახი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„როდესაც საუბრობენ შიმშილობის გამოცხადებაზე, კარგია, რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება პიროვნების ნების გამოხატულებაა, როდესაც წლების განმავლობაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგან ციხეში საჭმელი ისედაც არ იყო და ყველა შიმშილობდა. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, ეს მისმა კოლეგებმა განაცხადეს, ეს ჩვენი დამსახურებაა. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემის თანამშრომლები კარგად ექცევიან, პოლიციამ თავაზიანად მიიყვანა იქ, სადაც უნდა მიეყვანა, ესეც სისტემის დამსახურებაა იმიტომ, რომ ზიზღზე აგებული თანამშრომლები არ გაუშვეს დასაკავებლად.

დაკავება მოხდა არა ღირსების შელახვის საფუძველზე. გვახსოვს ჩვენ ღირსებაშემლახველი დაკავებები, როდესაც ქალბატონებს ღამის პერანგებში ათრევდნენ, თითქოს, მის მეუღლეს, თუ დასაჭერი იყო, ისე ვერ დაიჭერდნენ“,- განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები