79 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტეს

პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს თავად მიმართა.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მელიას მიმართვა თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები