ნანა კაკაბაძე: მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება იმის გამოვლინებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, გადადგა ნაბიჯი და დღეს კანონი აღსრულდა

არასამთავრობო ორგანიზაციაში – „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება სამართლიანობის აღდგენის შემადგენელი ნაწილია. ორგანიზაციის შეფასებით, სააკაშვილის გათავისუფლება მიუღებელია.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რეჟიმზე, ვიხსენებთ ქართულ ფაშიზმს, რომელიც სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ გაიგივებული. დანაშაულები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია ჩადიოდა, არ დარჩება დაუსჯელი. მისი სასჯელი – დაპატიმრება სწორედ იმის გამოვლინებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, გადადგა ნაბიჯი და დღეს კანონი აღსრულდა“, – აცხადებს ორგანიზაციის დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები