კრემლში სააკაშვილის წერილს გამოეხმაურნენ
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებას “აბსურდის თეატრი” უწოდა.
კითხვაზე, როგორც აფასებენ კრემლში სააკაშვილის წერილს ზელენსკისადმი, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ “პუტინის პირადი პატიმარია”, პესკოვი ამბობს, “არაფერზე გავაკეთებთ კომენტარს, რაც ბატონ სააკაშვილს უკავშირდება, რადგან ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია”, – თქვა პესკოვმა.