სამტრედიის რეგერენაციის გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამტრედიის რეგერენაციის გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე პროექტის ჯგუფის ლიდერის, ვიტოლდ სარტორიუსის, პროექტის ექსპერტის, ზვიად არჩუაძეს და პროექტის რეგიონული კოორდინატორის , ნინო ხუხუას მიერ განხლულ იქნა სამტრედიაში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა.
ამასთან, შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს იმ ლოკაციებზე, სადაც მომავალში აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები