ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა

საინტერესო შეხვედრა მქონდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მარჩინ ფშიდაჩთან, – წერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე Twitter-ის გვერდზე.

ის აღნიშნავს, რომ ფშიდაჩთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილა.

„განვიხილეთ საქართველო-პოლონეთის ურთიერთობები, შავი ზღვის უსაფრთხოების, პოლონეთის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე ვიზიტით პოლონეთს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები