გოგი მეშველიანი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე მის პედაგოგთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
მეშველიანის თქმით, მასწავლებელი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს

„ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!

მასწავლებლების ღვაწლი ფასდაუდებელია მომავალი თაობების აღზრდაში. სწორედ მათი დამსახურებაა ახალგაზრდების განვითარება.

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს მასწავლებელი. ისინი ცოდნას გვაზიარებენ და მერე ცხოვრების გზაზე მიგვყვება მათდამი განსაკუთრებული პატივისცემა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლას. მუდამ გეზეიმოთ თქვენი აღზრდილების წარმატებებითა და გამარჯვებებით!

2019 წ. ჩემი პედაგოგი, მანანა შკუბულიანი”, – წერს გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები