Facebook-ის გლობალურმა შეფერხებამ მარკ ცუკერბერგის კაპიტალი $7 მილიარდით შეამცირა

Facebook-ის შემქმნელის, მარკ ცუკერბერგის ქონება თითქმის $7 მილიარდით შემცირდა და $115,8 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ Forbes წერს.

სოციალური ქსელის აქციები ერთბაშად 5%-ით გაუფასურდა.

ცნობისთვის, Facebook-ი უკვე რამდენიმე საათია, მიუწვდომელია. Facebook-მა კომპანიის კუთვნილ სოციალურ ქსელებში გლობალურ შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. კომპანია Facebook-ის კუთვნილი აპლიკაციების, Facebook-ის, Messenger-ისა და Instagram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები