სექტემბერში ყველაზე მეტად ზეთი და ბოსტნეული გაძვირდა – საქსტატი

სექტემბერში ყველაზე მეტად ზეთი და ბოსტნეული გაძვირდა, – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა 15.9 პროცენტით მოიმატა.

საქსტატის ცნობოთ, აგვისტოში, წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 40.7 პროცენტით ზეთი და ცხიმი გაძვირდა. 38.2 პროცენტით გაიზარდა ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. 17.1 პროცენტით არის ფასები მომატებული რძეზე, ყველსა და კვერცხზე. ხოლო 16.6 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული.

რაც შეეხება პურსა და პურპროდუქტებს, აქ ფასების 13.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 12.6 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო თევზეული – 11.5 პროცენტით. 10.4 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. აგვისტოში წლიური ინფლაცია ქვეყანაში 12.8 პროცენტი იყო. სექტემბერში მცირედით შემცირდა და 12.3 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები