გიორგი ბოტკოველი: ვაპირებთ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკური ძალის ამომრჩეველსა და ლიდერთან
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და თელავის მერობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ისინი კონსულტაციებს ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და მათ ამომრჩეველთან გეგმავენ.
“მე ვაპირებ საუბარს ყველა ამომრჩეველთან, იქნება გახარიას მხარდამჭერი, ნებისმიერი ოპოზიციური ძალის მხარდამჭერი – ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუნდაც თავშეკავება დავინახოთ რომელიმე ოპოზიციური ძალის ლიდერის მხრიდან, ჩვენ ვაპირებთ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკური ძალის ამომრჩეველსა და ლიდერთან”, – აცხადებს გიორგი ბოტკოველი.