2022 წლის იანვრიდან პენსია 20-25 ლარით გაიზრდება

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზევით მყოფი პენსიონერებისთვის 25 ლარით გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

“სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მიხედვით, 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშულო მაჩვენებლის მიხედვით.

საქსატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენების თანახმად კი, წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა.

70 წელს გადაცილებული მოქალაქეების პენსია 300 ლარამდე გაიზრდება.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2, 885 მილიარდი ლარი გაიწერა.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ბიუჯეტის შემოსულობები 18.68 მილიარდი ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები