მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია ცდილობდა, წინასწარი განწყობა შეექმნა რეფერენდუმზე, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა
“ოპოზიცია ცდილობდა, თვითმმართველობის არჩევნებზე წინასწარი განწყობები შეექმნა რეფერენდუმზე, რაც აბსოლუტურად წარუმატებელი აღმოჩნდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ამის შემდეგ სრულიად გაუგებარია ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ამ არჩევნებში თითქოს მიღწეულ წარმატებაზე, რადგან სრულიად სხვა ამოცანებს სახავდნენ და სხვანაირად ესაუბრებოდნენ ამომრჩეველს. ყველამ კარგად დაინახა, რომ რეალურად, არავითარი წინაპირობა ისეთი აჟიოტაჟის ხელოვნურად გამოწვევის არ არის, რაც ჰქონდა ოპოზიციას და ეს მათთვის წარუმატებლად დასრულდა. ეს კარგია ქვეყნისთვის და გაგრძელდება სწორი პოლიტიკური პროცესი საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.