რა კატეგორიას შეეხო ფასების ზრდა და შემცირება ქვეყანაში – საქსტატის მონაცემები

2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.3 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: განათლება – ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა დონით განუსაზღვრელი განათლების (16.8 პროცენტი), საშუალო განათლების (6.6 პროცენტი) და სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე – რძე, ყველი და კვერცხი (2.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი (1.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.3 პროცენტი).

ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4.7 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2.3 პროცენტი), ასევე ზეთსა და ცხიმზე (-2.3 პროცენტი)“, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები