კახა კალაძე: მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში

 

“მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით შევძლებთ გამარჯვებას”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პატივს სცემს ამომრჩეველთა ნებას.

„თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგი, პოლიტიკური პროცესის დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ, თუ სხვამ, მაგრამ ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება, მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით შევძლებთ გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები