ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო-ს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება” თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარდგენილი.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც. კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება” თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. როგორც მოგეხსენებათ, 26 წევრი სჭირდება უმრავლესობას თბილისის საკრებულოში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნების” გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება.

ქართულმა საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა საკადრისი პასუხი.

საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ საზოგადოებას ჩვენს საერთო გამარჯვებას”,- აცხადებს კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები