სოფელ ხუნევთან მთის მასა ჩამოიშალა

იმერეთში, სოფელ ხუნევთან მთის მასა ჩამოიშალა. მომხდარის გამო საავტომობილო მაგისტრალზე საცობი შეიქმნა. შემთხვევის ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

დასაქმებულების განცხადებით, ბეტონისგან და მიწის მასისგან საგზაო მაგისტრალის გაწმენდას 1 საათი დასჭირდება, თუმცა საცობის განტვირთვისთვის 3-4 საათი მაინც იქნება საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები