სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილზე: მოვლენების განვითარებას ვაკვირდებით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, შეერთებული შტატები მოვლენებს ახლოს აკვირდება.
„ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განუცხადა დეპარტამენტმა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციას.
წყარო: “ამერიკის ხმა”