მიხეილ სააკაშვილის ახალშერთული მეუღლე, რადას დეპუტატი, ლიზა იასკო უკრაინის პრეზიდენტს, საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ის საელჩოებს, უკრაინასა და საქართველოში ევროკავშირის მისიებს მიმართავს, რომ სააკაშვილი “უკრაინის მოქალაქეა და ჩვენი მოქალაქეები უნდა დავიცვათ!”.
როგორც ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში დაწერა, ის სააკაშვილის “ბრძოლას მთლიანად უჭერს მხარს”.
“რადგან მხოლოდ ამხელა გულის მქონე ნამდვილ მებრძოლებს და თავიანთი სახელმწიფოს სიყვარულით გამჭვალულ ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო! მხოლოდ მიშას მსგავსი ადამიანები არიან მზად გარისკონ სამშობლოსთვის. მთლიანად ვუჭერ მას მხარს, მეც იგივეს გავაკეთებდი უკრაინისთვის. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენი მოქალაქეები უნდა დავიცვათ”, – წერს იასკო.