გებრეისუსი: გლობალური ჩავარდნა გვაქვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, სექტებრის ბოლომდე მსოფლიოს ქვეყნების, სულ მცირე, 10%-ის აცრასთან დაკავშირებით გლობალური ჩავარდნაა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მაისში დასახული გეგმა ვერ შესრულდა, რადგან 56-მა ქვეყანამ მოსახლეობის მხოლოდ 2%-ის აცრა შეძლო, მაგრამ ეს მათი ბრალი არ არის.

“ის, რომ ვაქცინაციის გეგმა არ შესრულდა, არის გლობალური ჩავარდნა”, – დაწერა გებრეისუსმა.

მისი თქმით, ამ ჩავარდნამ უნდა აიძილოს მსოფლიო საზოგადოება, ყველაფერი გააკეთოს მიზნების მისაღწევად – კერძოდ, წლის ბოლომდე მსოფლიოს ქვეყნების 40%-ის იმუნიზაცია და, სულ მცირე, 70%-ის – 2022 წლის შუა რიცხვებამდე.

გებრეისუსის თქმით, მიზანი მიღწევადია, თუ ქვეყნები შეასრულებენ თავიანთ დაპირებას ვაქცინების გაზიარებისა და მათი დამზადების ტექნოლოგიების გაცვლის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები