დავით ბახტაძე: 2 ოქტომბერს მხარს ვუჭერთ სტაბილურობას, პროგრესსა და ძლიერ სამტრედიას

სამტრედიაში „ქართული ოცნების“ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე მოსახლეობასთან ისაუბრეს. დასკვნითი შეხვედრები უკვე გაიმართა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

,,მჯერა, 2 ოქტომბერს ჩვენ, ყველა ერთად მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მხარს დავუჭერთ სტაბილურობას, პროგრესსა და ძლიერ სამტრედიას. ,,ქართული ოცნების” გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ, განვითარებულ სამტრედიას,“ – ახცადებს დავით ბახტაძე.

პარტიის პიარსამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, დავით ბახტაძემ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა უბანსა და ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა შეხვედრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები