გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გონიო-ანაკლიის აკვატორიაში კვლევებს ახორციელებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, შავი ზღვის ეროვნული მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, გონიო-ანაკლიის აკვატორიაში საზღვაო ექსპედიცია განახორციელეს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალისტების მიერ ზღვის წყლისა და ფსკერული გრუნტის 200-მდე ნიმუშების აღება თანამედროვე სტანდარტების, სპეციალიზებული ხელსაწყო-დანადგარების გამოყენებით განხორციელდა.

“კვლევებით განისაზღვრება ზღვის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრები, ასევე, პლანქტონური და ფსკერული ორგანიზმების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები.

კვლევის საფუძველზე, შესაძლებელია ბუნებრივი და ადამიანის ჩარევით გამოწვეული ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ზღვის გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებების დროული გამოვლენა და შეფასება.

აღნიშნული კვლევები მიზნად ისახავს ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და კონტინენტური შელფის გარემოს მდგომარეობის შეფასებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები