მამუკა მდინარაძე: 100 მეტრის რადიუსის გარეთ ადამიანს შეუძლია, პარტიის მაისურით იაროს, მოვუწოდებ მედიის წარმომადგენლებს, 100-მეტრიანი რადიუსის იქეთ ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს

,,100-მეტრიანი რადიუსის გარეთ აგიტაცია აკრძალული არ არის, ადამიანს შეუძლია, საკუთარი პარტიის მაისურით იაროს, ვიღაცას მოუწოდოს მხარდაჭერისკენ”, – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

“ქართული ოცნების” ლიდერი მედიას მოუწოდებს, ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს, თითქოს, ეს აკრძალულია.

,,მოვუწოდებ ყველა ტელევიზიას და მედიის წარმომადგენლებს, 100-მეტრიანი რადიუსის იქეთ ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს და ნუ დაუწყებენ დევნას, თუკი ვინმე იქნება, მაგალითად, „ქართული ოცნების“ თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი, ვისაც შესაძლოა, მაისური ეცვას, ან ვიღაცას ხვდებოდეს. მათ კანონით ამის უფლება აქვთ. მოგიწოდებთ, აქედან ნუ შექმნით პროვოკაციულ ფონს. მგონია, რომ ვიღაცეები ამას აპირებენ, მაგრამ ეს კანონით აკრძალული არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, 100-მეტრიანი რადიუსის შიგნით იკრძალება პრაქტიკულად ყველაფერი.
„100-მეტრიანი რადიუსის შიგნით იკრძალება პრაქტიკულად ყველაფერი – აგიტაცია, ე.წ ამომრჩევლის აღრიცხვა, რა დროსაც პარტიები თავისი მხარდამჭერების მობილიზებას ახდენენ. საარჩვენო რეფორმის ფარგლებში 100 მ. რადიუსის მკაფიო დეფინიცია შევქმენით, რომელიც აზღვევს ბევრ რისკს და მანიპულირების თეორიულ შანსებსაც კი გამორიცხავს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები