თერჯოლასა და ზესტაფონში იუსტიციის სახლების მშენებლობა იწყება
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლასა და ზესტაფონში იუსტიციის სახლების მშენებლობა იწყება.
უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრმა – რატი ბრეგაძემ მხარის გუბერნატორთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის ადგილები მოინახულა და საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.
“იმერეთში, იუსტიციის ახალ სახლებში სახელმწიფო და კერძო სექტორის 450- ზე მეტი სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი. მათში ქორწინების სახლებიც განთავსდება.
თერჯოლისა და ზესტაფონის იუსტიციის სახლებში, ჯამურად, სსიპ იუსტიციის სახლის 40-მდე თანამშრომელი დასაქმდება. მათთან ერთად განთავსდებიან იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი, სხვადასხვა სსიპ-ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ.
ზესტაფონსა და თერჯოლაში იუსტიციის სახლების მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.