მონბლანის მთა სიმაღლეში შემცირდა

ალპების უმაღლესი მწვერვალი სიმაღლეში თითქმის ერთი მეტრით შემცირდა.

ამის შესახებ, მწვერვალზე მორიგი ექსპედიციის შემდეგ, ზედა სავოიას გეოდეზისტებმა თქვეს.

ამჟამად, მონბლანის მთის სიმაღლე 4,807,81 მეტრია, მაშინ როდესაც 2017 წელს, როდესაც მის შესახებ მონაცემი უკანასკნელად დაკორექტირდა, ის 4 808,72 მეტრის იყო. მონბლანის მთა ყველაზე მაღალი 2007 წელს იყო – 4 810,9 მეტრის.

მეცნიერები ამბობენ, რომ არ არის საჭირო “ნაჩქარევი დასკვნების” გამოტანა კლიმატის ცვლილების გავლენის შედეგად მთის “შემცირების” შესახებ.

მონბლანის გაზომვები მე-19 საუკუნის ბოლოდან ხორციელდება. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ყოველ ორ წელიწადში, ექსპერტ-გეოდეზისტთა ჯგუფი ადის მთის მწვერვალზე გაზომვებისთვის.

სინამდვილეში, როგორც ექსპერტები განმარტავენ, რიცხვები დროდადრო იცვლება, რადგან მწვერვალი დაფარულია თოვლის მუდმივი ფენით, რომელიც, უზარმაზარი თოვლის მსგავსად, იცვლება ქარის სიძლიერისა და ნალექების რაოდენობის მიხედვით. კლდოვანი მწვერვალი მთავრდება 4792 მეტრის სიმაღლეზე.

ასევე, მწვერვალის სიმაღლე იცვლება სეზონების მიხედვით. ზამთარში ქარი უფრო ძლიერია, ის თოვლს უფრო ასწორებს ვიდრე ზაფხულში. ამრიგად, მონბლანი უფრო მაღალია ზაფხულის ბოლოს, ვიდრე – ზამთრის ბოლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები