ხობის 11 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს პრემიერმინისტრის განკარგულების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დამატებით 11 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება.
გაზიფიცირების პროექტი 2022 წელს შემდეგ სოფლებში განხორციელდება:
პირველი გურიფული, მეორე გურიფული, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, გაღმა პირველი ხორგა, გამოღმა პირველი ხორგა, ზემო ქვალონი, პატარა ფოთი, გვიმარონი, ჭითაუშქური, საალანიო-საფაჩულიო.
ყორათში, ახალსოფელში, გაღმა ქარიატაში, გამოღმა ქარიატაში, ბულიშში, გიმოზგონჯილში, დურღენაში, საჭოჭუოში და საბაჟოში პროექტირება განხორციელდება 2022 წელს, ხოლო მშენებლობა 2023 წელს.
საგვიჩიოში, საღვამიჩაოში, საქორქიოში, ყულევში და შავღელეში პროექტირება განხორციელდება 2023 წელს, ხოლო მშენებლობა 2024 წელს დაიწყება.
უახლოეს დღეებში დაიწყება ბია-საშონიოს, ზემო ბიას, გაღმა საჯიჯაოს, ზენის, ზუბის, ჯაპიშაქრის, გაშფერდის გაზიფიცირება.
2017 წლიდან დღემდე, გაზიფიცირდა ნოჯიხევის, ხეთის, პირველი მაისის, ხამისკურის, თორსა-დღვაბის, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი 20 სოფელი და ასევე სოფლები: სახოჭოლავო, ახალი ხიბულა, ბია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები