ზაზა დიასამიძე: გუნდთან ერთად მზად ვარ, ვემსახურო ხელვაჩაურელებს

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, ზაზა დიასამიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჭარნალის, ახალსოფლისა და ორთაბათუმის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობამ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და კანდიდატთან ერთად გადაჭრის გზები განიხილა.
„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 70-ზე მეტი შეხვედრა გავმართე და დეტალურად გავეცანი მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს, მოსახლეობას გავაცანი ჩემი ხედვა თუ რას ვაპირებ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის სწრაფი ტემპით გასავითარებლად. გარდა ამისა, ინფორმაცია მივაწოდე მიმდინარე პროექტებზე. ჩემი მიზანია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალური, რათა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოერგოს მოსახლეობის საჭიროებებს. გუნდთან ერთად მზად ვარ, ვემსახურო ხელვაჩაურელებს”, – განაცხადა ზაზა დიასამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები