სომხეთში თაღლითები დააკავეს, რომლებიც აზერბაიჯანში ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების “გათავისუფლების” სანაცვლოდ, მათ ახლობლებს ფულს სძალავდნენ

სომხეთში რვა მოქალაქე თაღლითობისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, რომლებიც ფულს სძალავდნენ ომში დაღუპული, დაკარგული ან აზერბაიჯანში ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურეების ნათესავებსა და მეგობრებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

აღინიშნება, რომ დაკავებულები სხვადასხვა გზით ამყარებდნენ კავშირს სამხედროების ოჯახის წევრებთან, თავს მაღალჩინოსან სამხედროებად ან ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებად ასაღებდნენ, რომლებსაც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან აქვთ კავშირები.

თაღლითები სამხედროების ნათესავებს ჰპირდებოდნენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შუამავლობას ტყვეობიდან ახლობლების გასათავისუფლებად ან ადგილზე მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

გარკვეულ შემთხვევაში, მათ დიდი ოდენობით თანხის მოპოვებაც შეძლეს, თუმცა, მათი სქემა ძალოვანებმა გაშიფრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები