საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო დღეს განაჩენს გამოუტანს
პარიზის სასამართლო დღეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ე.წ. Bygmalion-ის საქმეზე განაჩენს გამოიტანს.
RFI იტყობინება, რომ სარკოზი და კიდევ 13 ადამიანი ბრალდებულნი არიან მაქინაციებში, რომელიც 2012 წლის საარჩევნო კამპანიის გაყალბებას უკავშირდება.
სარკოზის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიების თანახმად, ნიკოლა სარკოზის გუნდმა დახარჯა 43 მილიონი ევრო წაგებულ საარჩევნო კამპანიაში, რაც დასაშვებ ზღვარზე თითქმის ორჯერ მეტია. დარღვევების დასაფარად, მემარჯვენე პარტიამ – “კავშირი სახალხო მოძრაობისთვის” მიტინგებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის დახარჯული თანხა გაასაღა, როგორც პარტიული ღონისძიებების ხარჯები.
პროკურატურის განცხადებით, ზოგიერთი მომსახურების ქვითრები საერთოდ არ არსებობს. სარკოზის კამპანიას მხარს უჭერდა პიარ-კომპანია “ბიგმალიონი”.
სარკოზისა და მის მხარდამჭერებს ბრალი წაუყენეს გაყალბებაში, თაღლითობასა და გაფლანგვაში.
საქმეზე ზაფხულში გამართულ სასამართლო სხდომაზე სარკოზიმ უარყო, რომ იყო საქმის კურსში და “ბიგმალიონი” უკანონო გამდიდრებაში დაადანაშაულა.