აშშ-ში, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მარკეტინგული კომპანია Marq Energie Consulting-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიება გაიმართა

აშშ-ში, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მარკეტინგული კომპანია Marq Energie Consulting-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაშინგტონში მდებარე, მიშელენის ვარსკვლავის მქონე ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში – Maydan ქართული ღვინის დეგუსტაცია იმპორტიორების, ღვინის პროფესიონალების, მედიის, სარესტორნო და სავაჭრო  ქსელების წარმომადგენლებისთვის გაიმართა.

ქართული ღვინის წარდგენას აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი  იყო ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ- ბაზარზე და 60-მდე ისეთი ნიმუში, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Marq Energie Consulting ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები ასევე გაიმართება სან ფრანცისკოში 6 ოქტომბერს და ნიუ იორკში – 18 ოქტომბერს.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგია  ხორციელდება. შედეგად,  ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებულია  700 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26% შეადგინა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები