ევროკავშირი თურქეთში მიგრანტების შესანარჩუნებლად დამატებით 146 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი თურქეთში მიგრანტების შენარჩუნებისთვის დამატებით 146 მილიონ ევროს გამოყოფს.
შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს საიტზე განთავსდა.
აღნიშნული დაფინანსება დამტკიცებულია ევროკავშირის ქვეყნების ელჩების მიერ ევროკავშირის ბიუჯეტიდან.
“ბიუჯეტის შესწორების მიზანია თურქეთში ლტოლვილებისა და მასპინძელი თემების მხარდაჭერა, რომელიც არის ქვეყანა, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ლტოლვილია. აღნიშნული კი ევროკავშირს მრავალფუნქციური ფულადი დახმარების პროგრამის გაგრძელების შესაძლებლობას ანიჭებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ESSN ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული პროგრამაა. ის უზრუნველყოფს თურქეთში მცხოვრები 1.8 მილიონი ლტოლვილის ყოველთვიური საჭიროებების დაფინანსებას, როგორებიცაა ბინის ქირა, ტრანსპორტირება, გადასახადები, საკვები და მედიკამენტები.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.