თურქეთში მამაკაცი საკუთარ სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდა
თურქეთში სამძებრო ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში ტყეში დაკარგულ მამაკაცს ეძებდა, მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, კაცი მათივე ჯგუფში იმყოფებოდა.
შემთხვევა ბურსას პროვინციაში მოხდა.
მაშველებმა ტყის ზონაში მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება მიიღეს.
შეტყობინება ადამიანთა ჯგუფისგან იყო, რომლებმაც თქვეს, რომ მათთან ერთად ადგილობრივი მკვიდრი – 50 წლის ბეიხან მუთლუც ისვენებდა, რომელიც ღამით მთვრალი ტყეში გავიდა.
ტყის მასივში სამძებრო ოპერაცია დაიწყო, რომელშიც პოლიცია და ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული. იმ დროისთვის მუთლუ უკვე იყო სამძებრო ჯგუფში და მას ეგონა, რომ სხვა პირს ეძებდნენ.
რამდენიმე ხნის შემდეგ, საძიებო ჯგუფებმა დაიწყეს დაკარგულის სახელის ძახილი. მუთლუმ, საკუთარი სახელის გაგონებისას, იკითხა – ვის ეძახდნენ, ამის მერე კი თქვა: “მე აქ ვარ”.
პოლიციამ შეადგინა ოპერაციის დასრულების პატაკი და მამაკაცი სახლში დააბრუნა.