შვედეთში თითქმის ყველა კორონავირუსული შეზღუდვა გაუქმდა
შვედეთში, დღეიდან, თითქმის ყველა კორონავირუსული შეზღუდვა მოიხსნა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სხვა შეზღუდვებთან ერთად, გაუქმდა საჯარო და კერძო ღონისძიებებში მონაწილეთა რაოდენობის ლიმიტი, ასევე, დისტანციურად მუშაობის რეკომენდაციაც აღარ მოქმედებს.
ამასთანავე, ისინი, ვისაც კორონავირუსული სიმპტომები აქვთ, სახლში უნდა დარჩნენ და ტესტირება გაიარონ.
ადამიანებს, რომელთაც სრულად არ აქვთ ვაქცინაცია გავლილი, ურჩევენ დისტანციის დაცვასა და ხალხმრავალი ღონისძიებებში მონაწილეობისგან თავის შეკავებას.
შვედეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოს მონაცემით, ქვეყნის მოსახლეობის 83,6%-მა ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო, 76,5% მთლიანად არის აცრილი.
შვედეთში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების 1 151 173 შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსს 14 850 პირი შეეწირა.