ესპანეთში ოქტომბრიდან სტადიონები 100%-ით შეივსება
ესპანეთში ოქტომბრიდან სპორტულ ღონისძიებებზე საკარანტინო შეზღუდვები შესუსტდება.
El Pais-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის საკითხთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ოქტომბრიდან საფეხბურთო მატჩების ჩატარება მოხდება სტადიონების 100%-ით შევსებით, დახურულ სივრცეებში კი – 80%-ით.
ამ დრომდე, შეზღუდვა 60%-სა და 40%-ს შეადგენდა.
ამასთანავე, ძალაში რჩება პირბადის ტარების მოთხოვნა, სტადიონზე კი სასმელებისა და საკვების მიღება იქნება აკრძალული, წყლის გარდა.