United Airlines-დან 600 არავაქცინირებულ თანამშრომელს გაათავისუფლებენ

ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი 600 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარს აცხადებენ.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აგვისტოს დასაწყისში, კომპანია გახდა პირველი ამერიკული ავიაკომპანია, რომელმაც მოითხოვა COVID-19 ვაქცინაცია ყველა თანამშრომლისთვის. კომპანიის თანამშრომლების მიერ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის ბოლო ვადა 27 სექტემბერი იყო.

შესაბამისად, კომპანია 593 თანამშრომლის გათავისუფლების პროცესს იწყებს.

როგორც კომპანიის გენერალური მდივნის, სკოტ კირბისა და და პრეზიდენტის, ბრეტა ხარტის თანამშრომლებისადმი გაგზავნის წერილშია ნათქვამი, “ეს წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება ყოველთვის იყო ჩვენი მთავარი პრიორიტეტი”.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ მიიღო მოთხოვნა ვაქცინაციისგან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ რელიგიური და სამედიცინო მიზეზით. ეს თანამშრომლები შეადგენენ ავიაკომპანიის 67 ათასი თანამშრომლიდან 3%-ზე ნაკლებს.

United-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ ავიაკომპანია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 25 ათასამდე თანამშრომლის აყვანას გეგმავს და სამსახურში მიღების ერთ-ერთი მთავარი პირობა ვაქცინაცია იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები