ფხენიანმა ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ წარმატებით გამოსცადეს ჰიპერბგერითი რაკეტა – “ხვასონ-8”.

სახელმწიფო მედიასაშუალება იტყობინება, რომ “ცდები დიდ სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, მათ დაადასტურეს სანავიგაციო კონტროლის საიმედოობა და რაკეტის სტაბილურობა. ჩრდილოეთ კორეა აპირებს, გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა ათასჯერ”.

ცდებს მონიტორინგს უწევდა ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი მთავარი მაღალჩინოსანი, პაკ ჩუნგ ჩონგი. მედია კიმ ჩენ ინზე არაფერზე წერს.

ფხენიანის მიერ რაკეტის გაშვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა, ფაქტის ამსახველი არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

ამჯერად კი, ინფორმაციას რაკეტის გაშვების ამსახველი ფოტო ახლავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები