ჯანმოს დირექტორი ყველა ქვეყანას კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების მეორე ფაზის ფარგლებში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ყველა ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების მეორე ფაზის ფარგლებში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გამოძიების შემდეგი ეტაპი, რაც შეიძლება მალე დაიწყება.
„მსოფლიოს სჭირდება ეს ჩარჩო“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, 27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რათა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება განაახლოს. 24 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიში წარუდგინეს. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ზუსტი წარმოშობის შესახებ საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდნენ. 30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.