ალიევმა ფაშინიანთან შეხვედრის პირობა დაასახელა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ არ არის წინააღმდეგი, შეხვდეს სომხეთის პრემეირმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, თუ მსგავსი შეხვედრის ორგანიზატორი ეუთო-ს მინსკის ჯგუფი იქნება.
ამის შესახებ მან France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ომი დასრულებულია, რეგიონს სჭირდება პროგნოზირება და სტაბილურობა. გასულ კვირას აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ იორკში არის კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ დიალოგის განახლება შეიძლება და მშვიდობიანი გზების გამონახვა. იმედი მაქვს, რომ შეხვედრები იქნება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის, სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის პროცესის დასაწყისი”, – განაცხადა ალიევმა France 24 -თან ინტერვიუში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა სომხეთის პრემიერმინისტრს იანვარში მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინიციატივით.