ამირან გამყრელიძე: მალე იქნება გადაწყვეტილებები 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით

“აქტიურად განიხილება და მალე ნახავთ, იქნება გადაწყვეტილებები 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ორი მიდგომა მუშავდება.

“აქტიურად განიხილება და მალე ნახავთ, იქნება გადაწყვეტილებები 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით. აქტიურად განიხილება ორი ვერსიაა და იმის მიხედვით, იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭო სამინისტროს რეკომენდაციას მისცემს, ვფიქრობ, საკმაოდ მალე იქნება. დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი მოსაზრება აქვს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სამეცნიერო საბჭოში წარმოდგენილია, ისევე როგორც იმუნიზაციის საბჭოში და იქ დააფიქსირებს თავის მოსაზრებას.

ორი მიდგომაა – ეს არ არის ახალი ველოსიპედი, არის საყოველთაო, როდესაც 12-დან 15 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი იცრება და მეორე მიდგომა – ე.წ. ბრიტანული, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ჩვენებები და ეს ჩვენებების სია საკმაოდ გრძელია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები