რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 852 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, ლეტალური შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 800-ს აჭარბებს.
ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსს 205 531 ადამიანი შეეწირა.
ასევე, ბოლო 24 ქვეყანაში ვირუსით კიდევ 21 559 ადამიანი დაინფიცირდა, წინა დღით იყო 22 236 ახალი შემთხვევა.
ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოსკოვშია 2541; სანქტ პეტერბურგში – 1530 და მოსკოვის ოქლში – 1450.